სპორტი
ძიუდოს ტურნირში გურჯაანელებმა სამი ოქრო მოიპოვეს
ლაშა მღებრიშვილის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის თქმით, ტურნირში 590 სპორტსმენი მონაწილეობდა.
„წელს პირველად ჩატარდა ლაშა მღებრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში უმცროს კადეტთა შორის, რომელიც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს თითქმის ყველა კლუბი მონაწილეობდა. ასევე ჩამოსულები იყვნენ აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრების წარმომადგენლები. გამარჯვებულები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩვენი მუნიციპალიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გურჯაანმა სამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ - ზაქარია დალაქიშვილი, გიორგი კახაბერი და ლუკა ტატიაშვილი. ვერცხლის მფლობელი გახდა- გიორგი ნიჟარაძე, ხოლო ბრინჯაოსი- ზურა ციციშვილი. ცალკე იყო ლაშა მღებრიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც თელაველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ფედერაციამ ტურნირი კალენდარში შეიტანა და ყოველ წელს მარტში გაიმართება. “

მისივე თქმით, გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ტურნირი / ძიუდო /