სპორტი
მხიარულ სტარტებში რეგიონული სასკოლო ოლიმპიადა გურჯაანში ჩატარდება
28-30 მარტს გურჯაანის სპორტკომპლექსში მხიარულ სტარტებში, რეგიონული სასკოლო ოლიმპიადა ჩატარდება.


მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
„სპორტკომპლექსი პირველად მასპინძლობს რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადას მხიარულ სტარტებში. მასში მონაწილეობას მიიღებენ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდები. ღონისძიება 28-ში სამ საათზე, ხოლო 30-ში 11 საათზე დაიწყება. გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოებს. “

მისივე თქმით, მხიარული სტარტები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google