სპორტი
მხიარულ სტარტებში თელავის გუნდმა გაიმარჯვა
გურჯაანის სპორტკომპლექსში მხიარული სტარტების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი დასრულდა.

გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნინო ნაცვლიშვილის განმარტებით, შეჯიბრში კახეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის: გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

„პირველი ეტაპი მუნიციპალიტეტებში ჩატარდა და თითო გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდები ჩამოვიდნენ და შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენიდან სოფელ გურჯაანის სკოლის ბავშვები შეირჩნენ. საკმაოდ ძლიერი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ფინალში ერთმანეთს საგარეჯო და თელავი შეხვდნენ. ერთქულიანი უპირატესობით გამარჯვებული გახდა თელავის გუნდი. ფინალში გასულებს გადაეცათ მედლები, გამარჯვებული კი - თასით დაჯილდოვდა.“


სასკოლო სპორტული რეგიონული ოლიმპიადა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google