სპორტი
არჩილ ხანდამაშვილი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სხვადასხვა სახეობაში თექვსმეტ წარმატებულ სპორტსმენს შეხვდა და ბოლო პერიოდის მიღწევები კიდევ ერთხელ მიულოცა.




სპორტსმენებმა მერს საკუთარი აზრები გაუზიარეს და საერთო გეგმები დასახეს. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტს მომავალში კიდევ უფრო ბევრი დრო და ყურადღება დაეთმობა.
„ეს ის ბავშვები არიან, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ასახელეს. მინდა გითხრათ, რომ შედეგები სპორტულ გაერთიანებას ძალიან კარგი აქვს. შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ, გურჯაანში მაქსიმალურად ბევრი ტურნირი ჩავატაროთ. გვყავს ბევრი ძლიერი და კარგი სპორტსმენი, ვფიქრობთ, მომავალში უფრო მეტად წავახალისოთ ისინი. “

შეხვედრას, მერთან ერთად, მოადგილე ლელა თევდორაშვილი და მწვრთნელებიც ესწრებოდნენ.

 

| Print |
FaceBook Twitter Google