სპორტი
კიკბოქსინგის კლუბ "ჯორჯიას" სპორტსმენებმა 17 პირველი ადგილი აიღეს
თელავის კიკბოქსინგის კლუბ "ჯორჯიას" დარბაზში ღია რინგი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.


კლუბ „ჯორჯიას“ მწვრთნელის ვანო ათამაშვილის თქმით, კლუბიდან 17-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ყველამ პირველი ადგილი მოიპოვა.
„ჩვენმა კლუბმა კიკბოქსინგში ღია რინგს უმასპინძლა, სადაც ალვანიდან, პანკისიდან, დედოფლისწყაროდან და რუსთავიდან ჩამოსულმა დაახლოებით 80-მა სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ჩვენი კლუბიდან 17-ვე მონაწილემ პირველი ადგილი აიღო. აქედან ზოგი გამოცდილი იყო, ზოგი კი დამწყები. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაისში საქართველოს პირველობაზე მივიღებთ მონაწილეობას, ხოლო ივლისში თელავის თასზე.“


მისივე თქმით, გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google