სპორტი
შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს
16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში, შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა 6 პირველი ადგილი აიღეს.


ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელი ასპარეზობდა:  კობა კობახიძე (საპატრულო პოლიციი დეპარტამენტი), რამაზ გაბაიძე (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), თეიმურაზ გოგოლაძე (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი), დავით ჯოიძე (ობიექტების დაცვის დეპარტამენტი) და შალვა ბებიაშვილი (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი).

ხუთივე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში პირველი ადგილები და 6 ოქროს მედლი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google