სპორტი
გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს
ბათუმში გამართულ სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


პირველ ადგილზე 30 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ტატიაშვილი გავიდა. მეორე ადგილები გადაინაწილეს, ალეკო მარიკაშვილმა (42 კგ. წონითი კატეგორია) და გაგა გეთიაშვილმა (46 კგ. წონითი კატეგორია); მესამე ადგილზე გავიდნენ: გიგი კეკვიაშვილი (38 კგ.წონითი კატეგორია); ზურა ციციშვილი (66 კგ. წონითი კატეგორია) და
ბექა ბიწკინაშვილი (+66 კგ. წონითი კატეგორია).

ტურნირში რვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ძიუდო /