სპორტი
გურჯაანის ბავშვთა საფეხბურთო ნაკრები ბელორუსიიდან დაბრუნდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბავშვთა საფეხბურთო ნაკრები გუნდი  23-25 აგვისტოს ბელარუსიაში ვიტებსკის ოლქში იმყოფებოდა. მათ გოროდოკის რაიონის ღია საბავშვო საფეხბურთო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.


სამი დღის განმავლობაში, ბავშვებმა ექვსი შეხვედრა გამართეს, საიდანაც სამი მოიგეს, ორი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. გუნდი ბელორუსიაში გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ გოროდოკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაემგზავრა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

დელეგაციას ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელი გელა დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც მან ჩვენთან საუბრში აღნიშნა შედეგით კმაყოფილია.
„ქალაქ გოროდოკში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. მსგავს ფორუმზე ჩვენი ბავშვები პირველად იყვნენ.  სამი დღის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ კულტურულ ღონისძიებებშიც. დავათვალიერეთ მუზეუმები და სპორტული ბაზები. ჩვენი გუნდის წევრი გიორგი ხატიაშვილი საუკეთესო ბომბარდირად, ხოლო ბექა ჯავშანაშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მათ ფეხბურთელის მოოქროვილი ქანდაკება და შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.  “

ფეხბურთელები ბელარუსიაში მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ხელშეწყობით, გურჯაანის სპორტული გაერთიანების და ბელარუსული მხარის ფინანსური მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google