სპორტი
გურჯაანის საჭადრაკო გუნდმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია
თბილისში გამართულ 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე, გურჯაანის საჭადრაკო გუნდიც მონაწილეობდა. კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, გუნდმა, რომელშიც რვა წევრია, ორი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.


„გაიმართა საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგა, რომელშიც თბილისის, გურჯაანის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გორის, რუსთავისა და საგარეჯოს სულ ათი გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ეტაპობრივად ტარდება და რამდენიმე თვე გრძელდება. ამჟამად იყო მეოთხე ტური. შევხვდით სამცხე-ჯავახეთის გუნდს და მივაღწიეთ დიდ წარმატებას. ჩავატარეთ ორი შეხვედრა. პირველი მოვიგეთ 8:0, ხოლო მეორე 7:1 და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მომავალში შეხვედრა მოგვიწევს თბილისის გუნდთან, „ოლიმპიურ ჩემპიონთან“, რომელიც საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. ვვარჯიშობთ დამატებით, რომ კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ასევე შევეჯიბრებით: რუსთავის, თბილისის, საგარეჯოს, მცხეთა-მთიანეთის გუნდებს. თუ კარგი შედეგი ვაჩვენეთ, შეიძლება საპრიზო ადგილზე გავიდეთ.“


მისივე თქმით, ტურნირი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და საბოლოო შედეგებიც მაშინ გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google