სპორტი
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია
ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.


მან ფინალურ ორთაბრძოლაში ტიტულოვანი თურქი მოჭიდავე ტაჰა აკგული დაამარცხა და ამ გამარჯვებით, გარდა ჩეპიონობისა, ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. ფინალამდე მან კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაძა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიშვილმა ზედიზედ მესამედ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

| Print |
FaceBook Twitter Google