სპორტი
ალექსანდრე წანაწყენიშვილის კიდევ ერთი გამარჯვება
20-29 სექტემბერს თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეებიც მონაწილეობდნენ.


მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირში ერთმანეთს 12 ქვეყნის მოჭადრაკეები ეჯიბრებოდნენ.
„შეჯიბრში მონაწილეობდნენ ძმები: ალექსანდრე და გიორგი წანწყენიშვილები. მათ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდათ. ტურნირი ცხრა ტურად ჩატარდა აქედან ექვსი მოვიგეთ, ორი ყაიმით დავასრულეთ და ერთი წავაგეთ. მოვიმატეთ რეიტინგი, დავიკავეთ საპატიო მესამე ადგილი. “

ალექსანდრე წანაწყენიშვილი შედეგით კმაყოფილია, თუმცა ფიქრობს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო.
„ვითამაშე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში, რომელშიც 91 მოჭადრაკე მონაწილეობდა. დავიკავე მესამე ადგილი. გადმომცეს მედალი, დიპლომი და ფულადი ჯილდო ხუთასი ლარი. ვფიქრობ, უფრო მეტი შემეძლო. მომავალში ვეცდები უკეთესი შედეგი ვაჩვენო.“

გიორგი ქიტესაშვილის თქმით, მომავალში იგეგმება ტურნირები სამტრედიასა და თბილისში, სადაც კლუბის ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google