სპორტი
გურჯაანი ევროპის სპორტულ კვირეულს შეუერთდა
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.


გუნდური გამარჯვება ქალაქ გურჯაანის რევაზ მინდორაშვილის სახელობის საჭიდაო სკოლამ მოიპოვა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში კი გამარჯვებულები არიან:

27 კგ. - ხუროშვილი გიორგი (ქ.გურჯაანი);
30 კგ. - ციციშვილი გიორგი (ქ.გურჯაანი);
34 კგ. - ტატიაშვილი ლუკა (ახაშენი);
38 კგ. - მარიკაშვილი ალეკო (ველისციხე);
42 კგ. - გეთიაშვილი გაგა (ახაშენი);
50 კგ. - სირბილაშვილი დათუნა (ზეგაანი);
55 კგ. - ნაცვლიშვილი ვასო (ჭანდარი);
60 კგ. - კახაბერი გიორგი (ჭანდარი);
გამარჯვებულებს დიპლომები გადაეცათ.

ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, კალათბურთსა და მინი ფეხბურთში.


| Print |
FaceBook Twitter Google