სპორტი
ნანა იოსელიანმა და გიორგი გიორგაძემ გურჯაანელ მოჭადრაკეებს მასტერკლასი ჩაუტარეს
დღეს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში სტუმრად საერთაშორისო დიდოსტატი, ნანა იოსელიანი და ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე, გიორგი გიორგაძე იმყოფებოდნენ.


მათ ბავშვებს ბვშვებს მასტერკლასები ჩაუტარეს. საერთაშორისო დიდოტატის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებულის, ნანა იოსელიანის განმარტებით, გურჯაანს ხშირად სტუმრობენ და კლუბის მუშაობით კმაყოფილები არიან.
„ზოგადად, ვცდილობთ ხოლმე, რომ თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიდეთ. ახალი სასწავლო წელი დაიწყო და გვაინტერესებდა რა მდგომარეობა იყო. ყველა ჩამოსვლის შემდეგ კმაყოფილი მივდივარ, წელს უკვე ას ბავშვზე მეტია კლუბში. დღეს განვიხილეთ ბოლო ტურნირებში ნათამაშები პარტიები.“

კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის თქმით, სტუმრებმა ბავშვებს ლექციებიც ჩაუტარეს.
„ნანა იოსელიანი და გიორგი გიორგაძე მათივე სახელობის ჭადრაკის კლუბში ხშირად გვსტუმრობენ. დღეს მათ გაგვირჩიეს პარტიები, ჩაატარეს ლექცია ჭადრაკის შესახებ თუ როგორ გავძლიერდეთ და მივაღწიოთ წარმატებებს. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, ბავშვები მთელი გულისყურით უსმენდნენ. დღეს კიდევ ერთი კარგი საქმე გადაწყდა. ძმებ წანაწყენიშვილებს, რომლებიც რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულები არიან, აკადემიაში სწავლის სურვილი აქვთ. დღეს ბატონი გია შეპირდათ, რომ ამ სურვილს შეუსრულებთ.“

მისივე თქმით, 23 ნოემბერს საჭადრაკო კლუბში უკვე მესამედ ჩატარდება ნანა იოსელიანის სახელობის ტურნირი.

| Print |
FaceBook Twitter Google