სპორტი
ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში ტურნირი გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, გურჯაანის საჭადრაკო კლუბში ვეტერანებს შორის ჭადრაკსა და შაშში შეჯიბრი გაიმართა. საჭადრაკო კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი კახეთის მასშტაბით ჩატარდა.

„დღეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღეა. შევიკრიბეთ ომის მონაწილეები. ვიყავით მემორიალზე და პატივი მივაგეთ დაღუპულების ხსოვნას. ამის შემდეგ ჩავატარეთ ტურნირი ჭადრაკში და შაშში, გამოვავლინეთ გამარჯვებულები და დავაჯილდოეთ გარდამავალი თასებით, საჩუქრებით და დიპლომებით. იმედი გვაქვს, მსგავისი შეხვედრა მომავალ წელსაც ჩატარდება. ვფიქრობთ უფრო ფართო მასშტაბით გავაკეთოთ და ნარდიც დავამატოთ. მთხოვეს ერთდროული სეანსი ჩამეტარებინა. აქედან ცხრა მოვიგე და ერთი დავასრულე ყაიმით.“

ჭადრაკში პირველ ადგილზე გავიდა გიორგი ქიტესაშვილი (გურჯაანი), მეორე ადგილზე  გურამ ღვალაძე ლაგოდეხიდან, ხოლო მესამე ადგილი თელავიდან კახაბერ ლეგაშვილმა დაიკავა.
შაშში პირველი ადგილი აიღო ბესიკ ყალამაშვილმა (თელავი), მეორე თამაზ კალატოზიშვილმა - (გურჯაანი), ხოლო მესამე გოდერძი სხირტლაძემ (ლაგოდეხი).
| Print |
FaceBook Twitter Google