სპორტი
გურჯაანის ჭადრაკის გუნდი საკლუბო ტურნირის მეექვსე ადგილზეა
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში მორიგი საკლუბო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის და საგარეჯოს გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.


საჭადრაკო კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, მეტოქე საკმაოდ კარგი შედეგით დაამარცხეს.
„საკლუბო ტურნირებზე ზოგჯერ სხვა რეგიონში გავდივართ, ხანდახან კი ადგილზე ვხვდებით მოწინააღმდეგეს. გუნდში სულ რვა მონაწილეა და ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა. საგარეჯო საკმაოდ ძლიერი გუნდია. პირველ ნაწილში მოწინააღმდეგეს 6-ით ორი მოვუგეთ, ხოლო მეორეში- ექვსნახევრით ერთნახევარი. დღეისათვის გადავასწარით ისეთ გუნდებს, როგორიც არის თბილისის ოლიმპიური ჩემპიონი და რუსთავის გუნდი. დღეის მდგომარეობით, საკლუბო პირველობაზე, საქართველოს მასშტაბით, მეექვსე ადგილზე ვართ. მომავალ წელს მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. მომდევნო ეტაპი იანვარში დაიწყება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ვეცდებით, უფრო მეტი ვიბრძოლოთ და საპრიზო ადგილზე გავიდეთ.“

მისივე თქმით, გამარჯვებული გურჯაანის გუნდი საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ 15 ჭადრაკის დაფითა და ფიგურებით დააჯილდოვა.



| Print |
FaceBook Twitter Google