სპორტი
გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი აიღეს
გურჯაანის სპორტკომპლექსში ძიუდოში კადეტთა შორის 23-ე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი 10 წონით კატეგორიში მიმდინარეობდა და მასში 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მათ შორის იყვნენ ძიუდოისტები აზერბაიჯანიდან და სასომხეთიდან. ასპარეზობაში გურჯაანელმა ძიუდოისტებმა, 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

38 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა და ოქროს მედალი გიგი კეკვიაშვილმა აიღო.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გახდნენ :
+ 55 კგ ზურა რუაძე;
55 კგ.ზურა ციციშვილი;
34 კგ. რატი ტურაშვილი;
30 კგ. გიორგი ორველაშვილი;

გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანების" და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირს, გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ძიუდო /