სპორტი
მოჭადრაკე დათა ყალაბეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19-28 იანვარს თბილისში გამართულ მოსწავლეთა საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, გურჯაანელმა დათა ყალაბეგაშვილმა მესამე საპატიო ადგილი აიღო.

საჭადრაკო კლუბის მენეჯერის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირზე ორი მონაწილე ჰყავდათ წარდგენილი.
„ ტურნირში, სადაც საქართველოს მასშტაბით 57 სპორტსმენი იყო ჩართული, ჩვენი ორი მოსწავლეც მონაწილეობდა: დათა ყალაბეგაშვილი და დიმიტრი ლონდრიშვილი. მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ძლიერი მოჭადრაკეები, რომლებსაც ევროპა ჰქონდათ მოგებული. მიუხედავად ამისა, დათა მესამე ტურიდან უკვე ლიდერობდა. ბოლოს წინა ტურში პარტია წავაგეთ და ავიღეთ მესამე დგილი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დათამ კარგად ითამაშა და ბრინჯაოს მედალი აიღო. რადგან პრიზიორი გახდა, უკვე აქვს უფლება ევროპის პირველობაზეც გავიდეს. ჩვენი კლუბი არის ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის, იმედი გვაქვს, მათი დაფინანსებით წავა ამ შეჯიბრზე.“

მისივე თქმით, 10-17 თებერვალს თბილისში ჩატარდება ალეკო ბოკუჩავას სახელობის ტურნირი, სადაც გურჯაანიდან მონაწილეობას მიიღებენ ტყუპი ძმები: გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილები. გამარჯვების შემთხვევაში ისინი საქართველოს ნაკრებში მოხვდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google