სპორტი
კიკბოქსინგის ტურნირზე სიღნაღელმა სპორტსმენებმა ოქროს და ვერცხლის მედალი აიღეს
1-2 თებერვალს ბაქოში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის და ვაქირის კიკ-ბოქსინგის სექციის ორი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.


სიღნაღის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ტურნირში თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„ლიკა კეჭაღმაძემ 51 კგ წონითი კატეგორიაში და დათო თანდაშვილმა -45 კგ. წონითი კატეგორიაში იასპარეზა. ლიკამ რთულ ორთაბრძოლებში სძლია მეტოქეებს და საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო დავით თანდაშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ეს საერთაშორისო ტურნირზე მათი პირველი წარმატებაა. თუმცა შიდა ტურნირებზე ბევრი შეჯიბრი აქვთ მოგებული.“

მისივე თქმით, ამის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატზე და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გავლენ.








| Print |
FaceBook Twitter Google