სპორტი
სიღნაღელმა ვანო სიფრაშვილმა სენიორების ტურნირზე ჭადრაკში მეორე ადგილი დაიკავა
ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სენიორებში (50+) მამაკაცთა შორის ჭადრაკში, სადაც სიღნაღის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, ვანო სიფრაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შეჯიბრი შვიდ ტურად, შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა.
„ტურნირი საინტერესოდ წარიმართა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს ოსტატები და დიდოსტატები. უკომპრომისო ბრძოლაში 7-დან 5,5 ქულა ავიღე. სულ 30 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. სამი ძლიერი მეტოქიდან ორი დავამარცხე. კმაყოფილი ვარ შედეგით და მაქვს იმედი, რომ ევროპაზე ვითამაშებ, რომელიც აპრილში პოლონეთში ჩატარდება. მინდა ჩემი ძალები ევროპის ჩემპიონატზეც გამოვცადო.“
გამარჯვებული მედალით და დიპლომით დააჯილდოეს.

როგორც ვანო სიფრაშვილმა აღნიშნა, მას არაერთი სხვა წარმატება აქვს ჭადრაკში. რამდენჯერმე მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ასევე ბათუმის და ფოთის საერთაშორისო ტურნირები.


| Print |
FaceBook Twitter Google