სპორტი
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ გუნდებს ფორმები გადასცეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ“ სპორტული ფორმები გადასცა.

სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, სკოლები გასული წლის სპორტულ ოლიმპიადაში მიღწეული შედეგების მიხედვით შეირჩა.
„განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით ბავშვთა სასკოლო ოლიმპიადები უკვე სამი წელია იმართება. ჩვენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვავლინეთ გამარჯვებული სკოლები სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მხიარული სტარტები და ა.შ. გამარჯვებულები არიან: ქალაქ გურჯაანის N1, N2, არაშენდის, ჭანდარის, კოლაგის, ჩუმლაყის და ახაშენის სკოლის გუნდები. მათ გადავეცით სპორტული ფორმები.“

მისივე თქმით, გუნდები, მიმდინარე წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებზე სწორედ ახალი ფორმებით იასპარეზებნ.


| Print |
FaceBook Twitter Google