სპორტი
სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი ოქროს მედალი აიღეს
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.

სასპორტო სკოლის საქობოს კიკბოქსინგის და კრივის სექციის მწვრთნელის მიხეილ ბაკაშვილის თქმით, ბიჭებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
„ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი, სადაც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. სულ 15 გუნდი იყო და 170 მონაწილე. ჩვენი ექვსი სპორტსმენი გახდა ჩემპიონი. აქედან ერთმა ტურნირის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა. ძალიან წარმატებული ბავშვები არიან. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. “

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: ნიკა პაპაშვილი, საბა ქერაშვილი, თორნიკე კოკილაშვილი, გელა თეგაშვილი, ლუკა მოლაშვილი. ხოლო ტურნირის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა ნიკა პაპაშვილმა .



| Print |
FaceBook Twitter Google