სპორტი
ახაშნის ხელბურთელთა გუნდის კიდევ ერთი წარმატება
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.

გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ახაშნის გუნდი სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირის გამარჯვებული იყო.
„ჩვენ გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან და ყოველ წელიწადს ვატარებთ სასკოლო ოლიმპიადას სპორტის შვიდ სახეობაში. წელსაც ჩავატარეთ და გამარჯვებული სკოლები გამოვავლინეთ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით კახეთის პირველობა გაიმართა ხელბურთში, სადაც ერთ-ერთმა გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდებს უზრუნველვყოფთ ფორმებით და ტრანსპორტირებით. მომავალში გაიმართება აღმოსავლეთ საქართველოს სასკოლო ოლიმპიადა და თუ იქაც გაიმარჯვეს, შემდეგ საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ.“

მისივე თქმით, გამარჯვებულებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.





| Print |
FaceBook Twitter Google