სპორტი
გურჯაანელი ნიკა ქაჩლიშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია
28 წლის გურჯაანელი ძალოსანი ნიკა ქაჩლიშვილი საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. თბილისში გამართულ ძალისმიერ სამჭიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით იასპარეზა და 67 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა.

„რადგან სისტემაში ვმუშაობ, შეჯიბრში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ამის შემდეგ უკვე მექნება გასვლები საზღვრებს გარეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ სპორტით უკვე ათი წელია დაკავებული ვარ და სადაც ვიასპარეზე, თითქმის ყველგან პირველი ადილი დავიკავე. შედეგით კმაყოფილი ვარ. მომავალში მინდა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო და ვასახელო როგორც ჩემი ქვეყანა, ისე სამსახური.“

ნიკა ქაჩლიშვილი სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ხუთგზის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.

| Print |
FaceBook Twitter Google