სპორტი
ახმეტელი კიკბოქსინგელების კიდევ ერთი წარმატება
ერევანში გამართულკიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციის ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა.

აქედან სამი მათგანი ჩემპიონი გახდა. პირველი ადგილზე გავიდნენ: ალეკო იუკურიძე 35კგ.წონით კატეგორიაში; ლევან ლოლაძე 48 კგ.წონით კატეგორიაშიდა გიორგი ფიცხელაური 80 კგ.წონით კატეგორიაში

მეორე ადგილი დაიკავეს: შაკო აბულიძე 51 კგ.წონითი კატეგორია და გიორგი ლოლაძე- 60 კგ.წონითი კატეგორია. მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლუკა ღუზარაული -57 კგ.წონით კატეგორიაში.

გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / სპორტი /