სპორტი
გურჯაანელი მოჭადრაკეების კიდევ ერთი წარმატება
ლაგოდეხში გამართულ კახეთის რეგიონული საჭადრაკო ტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის სპორტმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კლუბის მენეჯერის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ბავშვებმა როგორც პირად, ისე გუნდურ ჩათვლაში, ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირეს.
„სულ 32 მონაწილე იყო და აქედან 16 - გურჯაანელი. კარგად ვიასპარეზეთ. პირველ ადგილზე 16-წლიანებში გავიდა გიორგი წანაწყენიშვილი, მეორეზე - ალექსანდრე წანაწყენიშვილი. 16-წლიანებში გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა ანი ჯილავიანმა. რაც შეეხება 12-წლიანებს, მეორე ადგილზე გავიდა დათა ყალაბეგაშვილი, ხოლო გოგონებში - მაგდა ღამბაშიძე.“

მისივე თქმით, გამარჯვებულები შესაბამისი თასებით, დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოეს.


| Print |
FaceBook Twitter Google