სპორტი
ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე გურჯაანელმა გიორგი მოსულიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეჯიბრი, რომელიც კადეტთა შორის ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილში გაიმართა 10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 500 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა.
გურჯაანელი გიორგი მოსულიშვილი ფინალში გავიდა, გადამწყვეტი შეხვედრა ქულებით დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ის ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვდა და ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ბრინჯაოს მედალი აიღო შალვა მინდორაშვილმა.

ჩემპიონატი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მხარდაჭერით ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google