სპორტი
სასკოლო სპორტული სპარტაკიადის გამარჯვებული ფეხბურთში ვეჯინის გუნდი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი, მესამეზე კი სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლა გავიდა. ფეხბურთელები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გუნდებს კი საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.

ვესასკოლო სპორტული სპარტაკიადა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კიდევ ხუთ სახეობაში – კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google