სპორტი
ალექსანდრე წანაწყენიშვილმა ჭადრაკში ბრინჯაოს მედალი აიღო
14-16 მაისს ჭადრაკში ონლაინ რეჟიმში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანელი მოჭადრაკეებიც მონაწილეობდნენ.

როგორც გურჯაანის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, გია ქიტესაშვილმა აღნიშნა, ალექსანდრე წანაწყენიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.
„ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 18 წლამდე ასაკში. ტურნირი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.გურჯაანიდან ძმები - გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილები მონაწილეობდნენ. ალექსიმ ექვსი ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი აიღო. იყო 25-წუთიანი პარტიები. ტურნირის მსვლელობას კვალიფიციური მსაჯები აკვირდებიან. თუ რამე დარღცევა აღმოჩნდა, მოჭადრაკეს დისკვალიფიკაციას აძლევენ ერთი წლით.“

როგორც ჩვენთან საუბარში ალექსანდრე წანაწყენიშვილმა აღნიშნა, ასაკით უფროს მოაწინააღმდეგეებთან თამაში ცოტა გაუჭირდა.
„მივიღე მონაწილეობა ასაკობრივ ჩემპიონატში, ჩატარდა ტურნირი და მსვლელობის დროს აუცილებელი იყო ჩავრთულიყავით ორი კამერით, რომ კარგად დაგვკვირვებოდნენ. ცხრიდან ექვსი ქულა მოვიპოვე. ძლიერები მოწინააღმდეგეები მყავდა იქიდან გამომდინარეც, რომ ასაკით ორი წლით უფროსები იყვნენ ჩემზე. პარტიები ცოტა გამიჭირდა, მართალია კარგად ვითამაშე და ბრინჯაოს მედალიც ავიღე, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა.“

გამარჯვებულს ჯილდო,დიპლომი, მედალი და ფულადი თანხა გადაეცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google