სპორტი
გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროს მედალი აიღეს
29-30 მაისს გურჯაანმა ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს არაერთგზის ჩემპიონის, ტრაგიკულად დაღუპული, ლაშა მღებრიშვილის თასის გათამაშებაზე 680 სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტკომპლექსის დირექტორის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აიღეს.
„ჩატარდა ჩემპიონატი კადეტთა შორის 10 წონით კატეგორიაში, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სრულიად საქართველოს მასშტაბით იღებდნენ სპორტსმენები მონაწილეობას. ათიდან 6 წონით კატეგორიაში გურჯაანელმა სპორტსმენებმა 6 ფინალი იჭიდავეს.ოქროს მედლები აიღეს: 42 წონით კატეგორიაში - ლუკა ტატიაშვილმა, 46 კგ წონით კატეგორიაში - გიგი კეკვიაშვილმა, 60 კგ წონით კატეგორიაში - ზაქარია დალაქიშვილმა და მძიმეში წონაში - გიორგი კახაბერმა.
ვერცხლის მედალი აიღეს: 50 კგ წონით კატეგორიაში ემზარ ვარამიშვილმა და 55 კგ წონით კატეგორიაში - ნიკა ცისკარაშვილმა.
გუნდურში პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანი, მეორეზე, გორის გუნდი და მესამეზე - პანკისის.“

მისივე თქმით, გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google