სპორტი
გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა მუშაობა განაახლა. დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ობიექტი რეგულაციების დაცვით მუშაობს.

მომხმარებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, იქნება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარები.
„ გურჯაანის ოლიმპიური აუზი გაიხსნა. სამთავრობო დადგენილებიდან გამომდინარე ჩვენთან ყველა რეგულაცია დაცულია. სანამ ბავშვებს სკოლიდან დაითხოვენ ვიზიტი სამი საათიდან იწყება, ხოლო შემდეგ 11 საათიდან დაიწყება. ვიზიტორებისთვის ყველა პირობა შექმნილია. “

მისივე თქმით, წყალი ლაბორატორიულად უკვე შემოწმებულია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /