სპორტი
ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირში დავით ელიზბარაშვილმა პირველი ადგილი აიღო
გურჯაანის კულტურის ცენტრის და ახალგაზრდული საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, კულტურის ცენტრში ჭადრაკის მოყვარულთათვის ტურნირი ჩატარდა.

ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტის ელენე ქაჩლიშვილის განცხადებით, ტურნირში მონაწილეობა თითქმის ყველა ასაკობრივმა კატეგორიამ მიიღო.
„საინტერესო ტურნირი იყო. პირველ ადგილზე 17 წლის დავით ელიზბარაშვილი გავიდა, რომელსაც სიმბოლური პრიზი და სერთიფიკატი გადავეცით. ზოგადად ივნისის თვე დატვირთული გვაქვს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით.“

| Print |
FaceBook Twitter Google