სპორტი
დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა
ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ონლაინტურნირზე გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, დათა ყალაგებაშვილიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

გურჯაანის ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში 80 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.
„დათა ყალაბეგაშვილი უკვე მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ათი წლის ასაკში. ტურნირი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. დათამ რვანახევარი ქულით, პირველი ადგილი აიღო. ტურნირი ცხრა დღე გაგრძელდა და საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსვლელობას კვალიფიციური მსაჯები აკვირდებოდნენ. თუ რამე დარღვევა აღმოჩნდება, მოჭადრაკეს ერთი წლით დისკვალიფიკაციას აძლევენ. მომავალში დათას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო, ან ევროპის ჩემპიონატზე, არჩევანს თვითონ გააკეთებს.“

მისივე თქმით, გამარჯვებული შესაბამისი თასით, მედლით და დიპლომით დაჯილდოვდება.

| Print |
FaceBook Twitter Google