სპორტი
კახეთის ღია პირველობაზე ცურვაში გურჯაანელმა სპორტსმენებმა ორი ოქროს მედალი აიღეს
გურჯაანის სპორტკომპლექსში დასრულდა კახეთის ღია პირველობა ცურვის 4 დისციპლინაში. ასპარეზობაში, გურჯაანის გარდა თბილისის სამი და რუსთავის გუნდები მონაწილეობდნენ.

სპორტკომპლექსის დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, გურჯაანელმა მოცურავეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.
„პირველ ადგილზე გავიდნენ დები: ანა და ქეთი მამუკაშვილები. მეორე ადგილი დაიკავეს მარიამ გოგიაშვილმა, მარიამ გეთიაშვილმა, მარიამ ქვლივიძემ და ლაზარე ხატიაშვილმა. მესამე საპატიო ადგილებზე გავიდნენ, ნინო მამუკაშვილი, სონია კარდენახიშვილი, სალომე სახთხუციშვილი, ვიკა ქაჩლიშვილი, მარიამ პაპუნაშვილი, მარიამ ოდიშელიძე და საბა ცხვირაშვილი .შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. “
გამარჯვებულები შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google