სპორტი
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე გადამწყვეტ შეხვედრას დღეს გაიმართავს.

ქართველი მოჭიდავის მეტოქე ამერიკელი გეიბლ დენ სტივსონია, რომელმაც ტურნირს მთავარი ფავორიტი თურქი ტაჰა აგული დაამარცხა და ყველა ბრძოლა ისე მოიგო ,რომ მექტოეს ქულის აღების საშუალებაც არ მისცა.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით, 13:15 საათზე დაიწყება. 27 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავემ 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში 23 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონი, ირანელი ჰოსეინ ამირ ზარე 6-3 დაამარცხა, იქამდე კი ეგვიპტელ და ჩინელ მოჭიდავეს მოუგო.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. იმ სპორტსმენების სრული სია, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე გაემგზავნენ, იხილეთ ამ ბმულზე

| Print |
FaceBook Twitter Google