სპორტი
სოფელ კარდენახში სპორტული დარბაზის მშენებლობა გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ე.წ. ხევისუბნის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის ასაშენებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 291 950 ლარი დაიხარჯება.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალგი” ასრულებს.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ახალგაზრდებში ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი პროექტების განხორციელება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად აქტიურად გაგრძელდება, " - ამბობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google