სპორტი
გურჯაანში საცურაო აუზი დაიკეტა
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი სამი თვით დაიკეტა.
გაერთიანების ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ზამთრის სეზონზე მოთხოვნა არ არის, რის გამოც აუზმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში მოხდება აუზის გაწმენდა და სპეციალური ხსნარებით დამუშავება.

საცურაო აუზი ფუნქციონირებას პირველი მარტიდან განაგრძობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /