სპორტი
სად მოეწყობა გურჯაანში სპორტული მოედნები და ტრენაჟორები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ ქიტიაშვილმა განუცხადა.
"პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ღირებულება 1 მილიონ 200 000 ლარამდეა. მოედნები მოეწყობა კახიფარში, ბაკურციხეში, კარდენახში,ყ იტაანში, კოლაგში, კაჭრეთში, ზემო კაჭრეთში, არაშენდაში, დარჩეთში, ნანიანში. ნანიანში მოეწყობა როგორც სტადიონი, ისე სატრენაჟორო სივრცე, სატრენაჟორო  სივრცე გაკეთდება კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთშიც. ქალაქ გურჯაანში 2 მინი მოედანი მოეწყობა ,ბესიკის ქუჩაზე და კოტეხში,უტიაშვილების უბანში. ასევე, სატრენაჟორო სივრცეების გაკეთება დაგეგმილია ახტალაზე და სანაპიროს  ქუჩაზე მდებარე სკვერში,"-განაცხადა რამაზ ქიტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით,აღნიშნულ პროექტებზე ბოლო ტენდერი 16 თებერვალს გამოცხადდება. რიგ ტენდერზე გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და სულ მალე სამუშაოებიც დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google