სპორტი
ამ წუთებში გურჯაანში ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი მიმდინარეობს
დღეს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში სასკოლო ჩემპიონატი ტარდება. თამაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტისა და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის თქმით, ერთმანეთს სკოლების გუნდები შეხვდებიან. გუნდში ორი ბიჭი და ერთი გოგონა იქნება წარმოდგენილი.

“ჩემპიონატი „სპარტაკიადის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება.

თამაში ოლიმპიური სისტემით გაიმართება-წაგებული გუნდი თამაშს დატოვებს. ფინალისტები ერთმანეთს შეხვდებიან. შემდეგ იქნება ბრძოლა სამი ადგილისთვის. პირველ ადგილზე გასული გუნდი გამოცხადდება გურჯაანის ჩემპიონ გუნდად. ასევე გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები.“- გვეუბნება გია ქიტესაშვილი.




| Print |
FaceBook Twitter Google