სპორტი
ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა
21 აპრილს გურჯაანის საჭადრაკო კლუბში სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტისა და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის თქმით, ჩემპიონატზე მონაწილეობას 7 გუნდი იღებდა.

„რაც შეეხება ადგილებს, პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი. მეორე ადგილი ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილოსანი გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა“,-გვეუბნება გია ქიტესაშვილი.

გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდის წევრები არიან ძმები ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილები და მაგდა ღამბაშიძე.

სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა ნიკა ფროდიაშვილმა, რატი ტურაშვილმა და ნანიკო ფროდიაშვილმა წარმოადგინეს.

გურჯაანის მეორე საჯარო სკოლიდან მონაწილეობას იღებდნენ ელენე პეტრუზაშვილი, გიორგი შავლიაშვილი და საბა მინდიაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google