სპორტი
თელავში ველო-ფესტივალი გაიმართება
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით 7 მაისს 12:00 საათზე, „თელავის ველო-ფესტივალი - 2022" გაიმართება.
მასში მონაწილეობა  ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ხოლო მათ, ვისაც არ აქვთ ველოსიპედი, შეეძლებათ ისარგებლონ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზებით და ღონისძიების მსვლელობისას გამოიყენონ მერიის კუთვნილი ველოსიპედები.

"თელავის ველო-ფესტივალი - 2022" გაიხსნება VELO-RUN -ით. მონაწილეები სტარტს აიღებენ თელავის ფიქრის ხიდიდან და ცენტრალური მოედნის გავლით ნადიკვრის მიმართულებით გადაადგილდებიან.

ასევე, თელავის #1 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სკვერში მოეწყობა ველო-რბოლა სხვადასხვა სახეობებში:

1. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები)
2. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები, დაბრკოლებები, ტრამპლინი)
3. დრიფტი მაქსიმალურ მანძილზე
4. Wheelie
5. Manual Wheelie
6. Stop Wheelie
7. Best Tricks (stunt)
8. Bunny Hop
9. Track Stand (ბალანსი)

ფესტივალის დასასრულს გამოვლინდება მესამე, მეორე და პირველი ადგილის მფლობელები. მესამე ადგილოსანს მიენიჭება 1 ქულა, მეორე ადგილოსანს 2 ქულა, პირველ ადგილოსანს 3 ქულა.“ - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულებს პრიზებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი გადასცემს.

მათ შორის, პირველ ადგილზე გასული მონაწილე თასით და "King of Telavi Cycling Festival 2022" - ის ტიტულით დაჯილდოვდება.

დაინტერესებულმა პირებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 595 555 944


| Print |
FaceBook Twitter Google