სპორტი
უეფას სანქციები რუსულ ფეხბურთს
ევროპული ფეხბურთის ასოციაციის კავშირმა(უეფამ) რუსულ ფეხბურთს ახალი სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა „FanNation Futbol” ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციამ საერთაშორისო არენას ჩამოშორებულ რუსეთის კლუბებსა და ნაკრებებს დისკვალიფიკაციის ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.

უეფას აღმასრულებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლების საკლუბო ტურნირები(მამაკაცთა, ქალთა, იუნიორების ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და კონფერენსლიგა) რუსეთის საფეხბურთო კლუბების გარეშე ჩაივლის.

რუსეთის ნაკრები ასევე გამოეთიშა უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშებასაც. რუსი ფეხბურთელები ასევე არ დაიშვებიან 2022 წლის ქალთა შორის ჩემპიონატზე, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

უეფას გადაწყვეტილებით რუსეთი ევროპის 2028 და 2032 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის ქვეყნების სიიდანაც ამოიღეს.
| Print |
FaceBook Twitter Google