სპორტი
გურჯაანელმა ძალოსნებმა წოლჭიმში პირველი ადგილი დაიკავეს
გურჯაანელმა ძალოსნებმა ლექსო გარსევანიძემ, ლაშა ზირაქაშვილმა და გურჯაანის ფიტნეს დარბაზის მწვრთნელმა, ბექა მელიქაძემ პირველი ადგილები დაიკავეს თბილისში წოლჭიმში გამართულ ტურნირზე.

ტურნირი ა(ა)იპ ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

გურჯაანის ფიტნეს დარბაზის მწვრთნელის, ბექა მელიქაძის თქმით, პანდემიით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ეს პირველი ტურნირი იყო.

„მე მონაწილეობას ვიღებდი 100კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ზირაქაშვილი გავიდა ასევე 100კგ წონით კატეგორიაში, 18 წლამდე მონაწილეებში, ხოლო ლექსო გარსევანიძე  - 80კგ. წონით კატეგორიაში.

ლაშასთვისა და ლექსოსთვის ეს უკვე მეორე ტურნირი იყო.“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ბექა მელიქაძე.

ცნობისთვის, მათ პირველად 5 თებერვალს თბილისის ღია ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში იასპარეზეს და პირველი ადგილები დაიკავეს.


| Print |
FaceBook Twitter Google