სპორტი
თელავში „ველო-ფესტივალი 2022“ ჩატარდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
7 მაისს თელავში „თელავის ველო-ფესტივალი - 2022“ ჩატარდა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ როგორც ზრდასრული, ასევე მცირეწლოვანი ველომოყვარულები.

ღონისძიების ფარგლებში ველო-რბოლა შემდეგ სახეობებში გაიმართა.

1. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები)
2. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები, დაბრკოლებები, ტრამპლინი)
3. დრიფტი მაქსიმალურ მანძილზე
4. Wheelie
5. Manual Wheelie
6. Stop Wheelie
7. Best Tricks (stunt)
8. Bunny Hop
9. Track Stand (ბალანსი)

ველო-შეჯიბრებებში მიღებული ქულები ფესტივალის დასასრულს დაჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი ნიკა იუკურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თამარ ნუსხელიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ანდრეა სახეიშვილი გახდა.

ფესტივალის მთავარი ტიტული - „თელავის ველო-ფესტივალის მეფე“ - ნიკა იუკურიძემ მიიღო.

ფესტივალის ყველაზე პატარა წარმატებული მონაწილე ლუკა ემინაშვილი გახდა.

სატიტულო პოზიციის მფოლებელბს შესაბამისი სიგელები, მედლები და თასი გადაეცათ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09.08.2022
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი ჭადრაკის
საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტად აირჩიეს.
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არკადი დვორკოვიჩი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტად აირჩიეს.
16:49 / 08.08.2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის
სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი
ჩატარდა.
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01.08.2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გოგა მაისურაძის სახელობის ფინალური
ტურნირი გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან გუნდები: „ნომერ პირველი“
„უდაბნო“ „Geo fit” და „ნინოწმინდა“.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გოგა მაისურაძის სახელობის ფინალური ტურნირი გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან გუნდები: „ნომერ პირველი“ „უდაბნო“ „Geo fit” და „ნინოწმინდა“.
12:24 / 29.07.2022
სამართალი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
10:22 / 10-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.
17:10 / 08-08-2022
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
15:27 / 08-08-2022
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, სანიაღვრე არხებისა და გადასასვლელი ხიდ-ბოგირების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.
16:00 / 10-08-2022
თბილისში კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.
17:53 / 08-08-2022
სხვა ამბები
10 აგვისტოს ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარე ქალაქების - მარჰანეცისა და მიროვოეს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
15:25 / 10-08-2022
დღეიდან, 10 აგვისტოდან, ძალაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ზომა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ქვანახშირის იმპორტი უნდა აიკრძალოს.
15:05 / 10-08-2022
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.
12:23 / 10-08-2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.
12:09 / 10-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
17:17 / 09-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 21 / 33 °C
img
საგარეჯო 22 / 31 °C
img
დ.წყარო 21 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 34 °C
img
ლაგოდეხი 21 / 29 °C
img
ყვარელი 21 / 33 °C
img
თელავი 22 / 31 °C
img
ახმეტა 21 / 32 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.