სპორტი
კლუბ „მგლების“ შვიდმა კიკბოქსიორმა კახეთის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
26 მაისს გამართულ კახეთის პირველობაზე კლუბ „მგლების“ შვიდმა კიკბოქსიორმა ჩემპიონის ტიტული მიიღო.

კიკბოქსინგში კახეთის პირველობაზე კლუბ „მგლების“ 10 კიკბოქსიორი იბრძოდა, მათგან შვიდმა პირველი, ხოლო სამმა მეორე ადგილები დაიკავეს.

„ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გახდნენ: გიორგი ტუნკიშვილი, გიორგი სიბაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნოდიკო ჩაფიძე, ლუკა ზარდიაშვილი, თემუკა შავლიაშვილი და მათე თუთაშვილი.

მეორე ადგილები დაიკავეს ნოდიკო შავიშვილმა, გიორგი ბახლიშვილმა და ალექსანდრე ხეჩოშვილმა,“- გვეუბნება კლუბის მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, 28-29 მაისს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში, რომელშიც კლუბ „მგლების“ 6 მებრძოლი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩემპიონატზე ჩვენი კლუბის სახელით მონაწილეობას მიიღებენ: ოთო ელიკაშვილი, ზაური ჩახვაშვილი, ნიკა ზვერიშვილი, გიორგი იაძე, ლაზარე სეისიანი და საბა ჩაფიძე,“ - ამბობს გიორგი ელიკაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google