სპორტი
გურჯაანელი კადეტები ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ
გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ ლაშა მღებრიშბვილის სახელობის კადეტ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბრძოლები 10 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კადეტები იღებნენ.

გურჯაანელმა კადეტები გიგი კეკვიაშვილი და დავით ბაცანაძე პირველ ადგილებზე გავიდნენ და ,შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

მეორე ადგილები დაიკავეს გურჯაანელმა ზაქარია დალაქიშვილმა და გიორგი კახაბერმა.

ნიკა ცისკარაშვილი, ცოტნე გელაშვილი გიორგი ეგიზარიანი და იოსებ კორკოტაშვილი კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.

ტურნირში გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.




Vietnam best live footballtruc tiep keo nha caiatch anytime Vietnam football schedulecakhiatvatch anytime
| Print |
FaceBook Twitter Google