სპორტი
გურჯაანელი მოჭადრაკის წარმატება ა კლასის საერთაშორისო ტურნირზე
საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკე, გიორგი წანაწყენიშვილი ა კლასის დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ფოთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ჩემპიონატში მონაწილეობას 9 ქვეყნის 40 მონაწილე იღებდა. ჩვენი სკოლის წარჩინებულმა მოჭადრაკემ, გიორგი წანაწყენიშვილმა, რომელმაც არაერთხელ გვასახელა, მეორე ადგილი დაიკავა, მიიღო ფულადი ჯილდო 1400 ლარის ოდენობით და მისი რეიტინგი 69 პუნქტით ამაღლდა,“ - განაცხადა speqtri.ge-სთან საუბარში ჭადრაკის სკოლის დირექტორმა გია ქიტესაშვილმა.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს იწყება საქართველოს პირველობა 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ტყუპები, გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილები. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მსოფლიოს და ევროპის პირველობის საგზურები დაისაკუთრონ.




| Print |
FaceBook Twitter Google