სპორტი
20 აგვისტოს ძირკოკის ტრადიციული „გრანდიოზული“ ტურნირი ჭიდაობაში გაიმართება
20 აგვისტოს, შაბათს, 18:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის სპორტული გაერთიანება ავრცელებს.

ტურნირს მოჭიდავეების გარდა დაესწრებიან სახელგანთქმული სპორტსმენები და საზოგადოებრივი ელიტის წარმომადგენლები.

ძირკოკის ტრადიციული „გრანდიოზული“ ტურნირი 1996 წლიდან იმართება.  
| Print |
FaceBook Twitter Google