სპორტი
სომხეთში გამართულ კიკბოქსის საერთაშორისო ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს
ახმეტის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ კიკბოქსის საერთაშორისო ტურნირში 4 ახმეტელი სპორტსმენი მონაწილეობდა.
მათივე თქმით, პროფესიონალურ ბრძოლაში (54 კგ. წონითი კატეგორია) განსაკუთრებით გამოირჩეოდა გუნდ ,,თუშეთი“-ს მებრძოლი ლანა აბულიძე, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და ორგანიზაციის ქამარს დაეუფლა.

„გამარჯვება მოიპოვეს და ქამრებით დაბრუნდნენ გუნდ ,,თუშეთი“-ს მებრძოლები: ალეკო იუკურიძე (45 კგ.წონითი კატეგორია), ნიკა იუკურიძე (56 კგ.წონითი კატეგორია) და გიორგი კუკუნაშვილი (32 კგ.წონითი კატეგორია-მოყვარულებში)“ -აცხადებენ მერიაში.







| Print |
FaceBook Twitter Google