სპორტი
გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში
კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში.
მისივე თქმით, გურჯაანის სპეციალიზირებული სპორტული ჯგუფიდან ტურნირში მონაწილეობას 2 სპორტსმენი იღებდა. მათგან მარიამ გოგიაშვილმა, 50 მეტრ ბათერფლაიში და 50 მეტრ კროლში, წარმატებას მიღწია და ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ პირველობას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის მიერ დაკომპლექტებული მსაჯთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

„ტურნირზე წარმოდგენილი იყო 150 სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, გათამაშდა მედლების 72 კომპლექტი ცურვის ტრადიციულ დისციპლინებში. ესენი იყო: თავისუფალი სტილით ცურვა 50-100-200-400მეტრზე, ზურგზე ცურვა 50-100-200 მეტრზე, ბათერფლაი 50-100-200 მეტრზე და ბრასი 50-100-200 მეტრზე. ვთვლი რომ პირველობა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა
რაც საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის მიერ დაკომპლექტებულ მსაჯთა გუნდმა განაპირობა“-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურამ მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა 2008-2009 და 2010-2011 წელს დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის.

გურამ მამუკაშვილის თქმით 3,4,5 ნოემბერს თბილისში იგეგმება საქართველოს ფედერაციის თასისთვის ბრძოლა, რომელშიც თანრიგოსანი მოცურავეები მიიღებენ მონაწილეობას.


| Print |
FaceBook Twitter Google