სპორტი
კლუბ „მგლების“ სპორტსმენების მორიგი წარმატება
კიკბოქსის კლუბ „მგლების“ სპორტსმენებმა სომხეთის ქალაქ ერევანში გამართულ ჩემპიონატში მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

გურჯაანელმა კიკბოქსიორებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და ეს შრომა დაუფასდათ კიდეც.

როგორც speqtri.ge-ს კლუბის მწვრთნელმა გიორგი ელიკაშვილმა უთხრა, ტურნირში 37კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ნიკა სიბაშვილი, თემურ შავლიაშვილი - 65კგ. წონით კატეგორიაში, ლაზარე სეისიანი - 28კგ. წონით კატეგორიაში და საბა ჩაფიძე - 45კგ. წონით კატეგორიაში.

„28-29 ნოემბერს ვიმყოფებოდით ქალაქ ერევანში სასომხეთში, სადაც მიგვიწვიეს ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციაში ჩემპიონატის ქამარზე K 1-ის წესებით. შეჯიბრში ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები იღებდნენ მონაწილეობას. ესენი იყვნენ: საბა ჩაფიძე, ნიკა სიბაშვილი, ლაზარე სეისიანი და თემურ შავლიაშვილი. საკმაოდ რთული ბრძოლები გამოიარეს ბიჭებმა, მაგრამ დაძლიეს და მოიპოვეს ქამრები. ლაზარე სეისიანი კი მეორე ადგილზე გავიდა და მედალი დაიმსახურა. ვულოცავ მათ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მინდა დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტს ლაშა ჭურაძეს. მისი დამსახურებაა, რომ ასეთ ორგანიზაციაში მიგვიწვიეს,“-ამბობს speqtri.ge-სთან გიორგი ელიკაშვილი.

მისივე განცხადებით, კლუბის წევრები ახალი ენერგიით აგრძელებენ ვარჯიშს.
„წინ დიდი მიზნები გვაქვს. ვეცდებით ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და კიდევ მრავალჯერ ავაფრიალოთ ქართული დროშა,“ - ამბობს კლუბ „მგლების“ მწვრთნელი.

გიორგი ელიკაშვილის თქმით, მათ მორიგი მიწვევა მიიღეს თებერვლის ბოლოსთვის სასომხეთში, ასევე ლატვიაში, იტალისა და თურქეთში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კიკბოქსინგი /